00:42 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
გიორგი მარგველაშვილი

„მოითხოვე ქართული" - საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანია

© FB Георгия Маргвелашвили
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
8901

გიორგი მარგველაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ახალი კამპანია დაიწყო.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანია „მოითხოვე ქართული" ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიზანია ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია.

ამ კამპანიით პრეზიდენტი მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული“ შეუერთდა, რომლებიც ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების ზრდას ემსახურებიან. 

გიორგი მარგველაშვილმა ქართული საწარმოები მოინახულა
გიორგი მარგველაშვილმა ქართული საწარმოები მოინახულა

კამპანიის ფარგლებში მარგველაშვილი შიდა ქართლში და მცხეთა — მთიანეთში საწარმოებს „კამპა“, „კულა“, „ქარელის ხილი“ და „დინასტიას" ეწვია, რომლებიც კვების პროდუქტებს აწარმოებენ.

 „ინიციატივა მდგომარეობს შემდეგში — ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის წარმოება, მოვითხოვოთ ქართული იქ, სადაც მივდივართ პროდუქტის შესაძენად და ვიცოდეთ, რომ ამით ჩვენ ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, ვაძლიერებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ქართულ წარმოებაში, ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვეხმარებით სავალუტო სირთულეების დაძლევაში", — განაცხადა პრეზიდენტმა.

კამპანია „მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება. 

გიორგი მარგველაშვილმა ქართული საწარმოები მოინახულა
გიორგი მარგველაშვილმა ქართული საწარმოები მოინახულა

გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა ადგილობრივ მეწარმეთა მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ.

აქციის „იყიდე ქართული“ ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ საახალწლოდ ოჯახისთვის ავლაბრის ბაზარში და სასურსათო მაღაზიაში ქართული წარმოების პროდუქტები შეიძინეს. მათ ასევე საბურთალოს რაიონში მდებარე მაღაზიაში ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილი სამოსი შეიძინეს.

 

 

 

 

 

მთავარი თემები