04:29 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის რკინიგზების ხელმძღვანელმა პირებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისა და ტარიფების ოპტიმიზაციის საკითხები განიხილეს.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, თურქეთმა და საქართველომ სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში ურთიერთგაგების ახალ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„გაიმართა აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა, „ყაზახეთის რკინიგზის“ ვიცე-პრეზიდენტმა კანატ ალისბაევმა, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ვეისი კურთმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. მხარეებმა განიხილეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერსპექტივები, ამ მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობის გაზრდისა და ტარიფების ოპტიმიზაციის საკითხები. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს“, — ნათქვამია განცხადებაში. 

„აზერბაიჯანის რკინიგზაში“ აღნიშნეს, რომ პირველი სატესტო საკონტეინერო მატარებელი Nomad Express-ი, მარშრუტით შიხეცზი-დოსტიკი-აქტაუ-ალიატი, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში 2015 წლის 3 აგვისტოს შევიდა. 

ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტით Nomad Express-ს ტვირთები ჩინეთიდან ევროპაში 10-12 დღეში ჩააქვს. ეს ამ დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობაა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ დერეფნის ტვირთგამტარიანობა კიდევ მეტად გაიზრდება, ხოლო ტვირთის ადგილზე მიტანის ვადები შემცირდება.

მთავარი თემები