15:57 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
5001

ქართველი ბიზნესმენები თუ შესაბამისი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებენ, ნებისმიერ ბაზარზე იქნებიან პოპულარული - თვლის ანალიტიკოსი.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე  სულ უფრო  პოპულარული ხდება, განაცხადა  „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის-აფბას“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა. 

„ბიზნეს სექტორი მიხვდა, რომ ქართულ პროდუქტს მხოლოდ დსთ-ს ბაზარზე არ იღებენ და ის პოპულარული უკვე ევროკავშირის ბაზარზეც ხდება, ეს კი საკმაოდ დიდი ბაზარია და თუ ადრე საქართველო მხოლოდ დსთ-ს ბაზარზე იყო დამოკიდებული დღეს მსგავსი სიტუაცია გამორიცხულია ბაზრების დივერსიფიკაციის გამო" —აღნიშნა პაატა ბაირახტარმა. 

მისი თქმით, წლების წინ საქართველო მხოლოდ რუსეთის ბაზარზე იყო მიჯაჭვული, დღეს კი  ქართული პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირთან ერთად ჩინეთის ბაზარსაც ითვისებს. 

„ქართველი ბიზნესმენები მიხვდნენ, რომ თუ ისინი შესთავაზებენ მსოფლიო ბაზარს შესაბამისი ხარისხის პროდუქტს, ისინი იქნებიან პოპულარულები ყველა ბაზარზე“ — განაცხადა აფბას ანალიტიკოსმა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აპრილში დაახლოებით 3,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 8%-ით მეტია.

მთავარი თემები