ბათუმში "ურალის ავიახაზები" იფრენენ

© RIA Novosti . Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის სეზონისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა იზრდება.

თბილისი, 1 მაისი  - Sputnik. „ურალის ავიახაზები“ სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

პულკოვოს აეროპორტიდან ფრენები 16 მაისიდან,  კვირაში ორჯერ — ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.   

აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ავიარეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 4,25%–ით გაიზარდა

საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლა 2006 წელს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავების შედეგად გაუქმდა, 2008 წელს კი რაღაც დროით აღდგა, თუმცა, აგვისტოს მოვლენებისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, კვლავ გაუქმდა. მოსკოვსა და თბილისს შორის ჩარტერული რეისები 2010 წლის აგვისტოში აღდგა, მოსკოვსა და ბათუმს შორის კი — 2012 წლის მაისში, ხოლო მოსკოვსა და ქუთაისს შორის 2011 წლის სექტემბერში.

მოსკოვსა და თბილისს შორის  რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება 2014 წლის 24 ოქტომბერში მიიღეს. დღეს რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლას რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი, „აეროფლოტი“ და „ურალის ავიახაზები“, ხოლო საქართველოს მხრიდან — Airzena — Georgian Airways-ი.


ყველა ახალი ამბავი
0