საქართველოში ავიარეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 4,25%–ით გაიზარდა

© courtesy of Tbilisi International Airportაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საჰაერო სივრცით 58 ათას 426–მა თვითმფრინავმა ისარგებლა, რაც 9,91%–ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოში 2015 წლის პირველ ნახევარში რეგულარული და არარეგულარული ავიარეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 892 ათას 468 –ს შეადგენს, რაც 4,25%–ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შეადრებით, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

თბილისის აეროპორტის მომსახურებით 749 ათას 230–მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 12, 2%–ით მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით. მესტიის აეროპორტი კი 1 ათას 392 მგზავრს მოემსახურა, რაც 556,6 %–ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან (212 მგზავრი) შედარებით.

რაც შეეხება ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა 15, 85%–ით და 29, 71%–ით შემცირდა.

კონკრეტულად, 2015 წლის იანვარ–ივნისში ბათუმის აეროპორტში რეგისტრაცია 62 ათას 987–მა მგზავრმა, ხოლო ქუთაისის აეროპორტში კი 78 ათას 859–მა გაიარა.

2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საჰაერო სივრცით 58 ათას 426–მა თვითმფრინავმა ისარგებლა, რაც 9,91%–ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


ყველა ახალი ამბავი
0