„კავკასუს ონლაინმა“ „მაგთის“ სასარგებლოდ „ბილაინზე“ უარი თქვა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კავკასუს ონლაინი“კომპანიის ორ ნაწილად დაყოფას გეგმავს - საცალო მომსახურების სეგმენტს „მაგთიკომს“ გადასცემს, ხოლო თვითონ ბოჭკოვანი ბაზრის (ქსელური ინფრასტრუქტურა და კაბელური მაგისტრალები) სეგმენტის ოპერირებას მოახდენს.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. კომპანია „კავკასუს ონლაინმა“ და ტელეკომუნიკაციების კომპანია „მაგთიკომმა“ სამშაბათს ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ შპს „მობიტელთან“ („ბილაინი“) სავარაუდო შერწყმას გამორიცხავს, აღნიშნულია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.

Facebook Twitter - Sputnik საქართველო
„მობიტელი“ „კავკასუს ონლაინის" საოპერაციო აქტივების შესყიდვას გეგმავს

მანამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) „მობიტელისა“ და „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის საკითხს განიხილავდა. კომპანიები  „მობიტელის“ მიერ „კავკასუს ონლაინისგან“ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის შეძენაზე წინასწარ ნებართვას ითხოვდნენ.

„შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მოიცავს შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) შეძენაზე ურთიერთშეთანხმების პირობებს. მემორანდუმით, შპს „კავკასუს ონლაინთან“ მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს შპს „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან ნებისმიერ სხვა, მესამე მხარესთან  მოლაპარაკების შეწყვეტას“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად,  „მაგთიკომის“ მხრიდან „კავკასუს ონლაინის“ აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან შესაბამისი  წინასწარი თანხმობა მიღებულია 2015 წლის 19 ნოემბერს.

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2016 წლის 30 მაისამდე,  რის შემდეგაც  საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას გასწევს შპს „მაგთიკომი“.

„კავკასუს ონლაინი“ საქართველოს ინტერნეტსივრცეში მოქმედი მთავარი მოთამაშეების — Sanet და Georgia Online (dial up ტექნოლოგია), Caucasus Network (dsl ტექნოლოგია) და Telenet (fixed wireless ტექნოლოგია) გაერთიანების გზით  2008 წელს დაფუძნდა.

ყველა ახალი ამბავი
0