სახელმწიფო ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში დაეხმარება

© Ministry of Agriculture of Georgiaსაგაზაფხულო სამუშაოები
საგაზაფხულო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წელს სახელმწიფო საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში 767 019 ფერმერს დაეხმარა და ამაზე 46 მილიონი ლარი დახარჯა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 800 ათას მცირე მიწიან ფერმერს დაეხმარება საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში, პროექტის რეალიზაცია თებერვალში დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება, იტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

მთავრობამ გადაწყვიტა „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ განაგრძოს 2016 წელსაც. პროექტის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარია. 

პროექტის ფარგლებში მოხვნა დაიწყეს უკვე კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის რეგიონში.

სოფლის მოსახლეობა მინდვრად - Sputnik საქართველო
ქუმსიშვილი: სახელმწიფო მოსახლეობას მიწის რეგისტრაციაში დაეხმარება
 

ბენეფიციარები,  რომლებსაც გააჩნიათ 0.25-დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით

ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50-ლარიანი აგრობარათით

ბენეფიციარები, რომლებიც 0.25-დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.


ყველა ახალი ამბავი
0