11თვის მონაცემებით, საქართველოში იმპორტი 11%-ით შემცირდა

© photo: Sputnikნავთობი
ნავთობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ნავთობგაზებს, აირად ნახშირწყალბადებს და სამკურნალო პრეპარატებს უკავია.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში იმპორტის მოცულობა 2015 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%–ით შემცირდა და 6 მლრდ 837 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. 

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, იმპორტის მოცულობის შემცირების ძირითადი მიზეზი ფულადი გადარიცხვებისა და ექსპორტიდან შემოსული თანხების შემცირებაა. გარდა ამისა, იმპორტის შემცირებაზე ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნამაც იქონია. ბოლო სამი თვის განმავლობაში, იმპორტის წლიურმა შემცირებამ 18% შეადგინა.

სებ - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-მდე გაზარდა

იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ნავთობგაზებს, აირად ნახშირწყალბადებს და სამკურნალო პრეპარატებს უკავია.

2015 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში 587 მლნ აშშ დოლარის ღირებულების  სამკურნალო პრეპარატებია შემოტანილი, რაც 307,3 მლნ აშშ დოლარით მეტია, ვიდრე 2014 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში. ეს იმპორტის საერთო რაოდენობის 8,5%-ს შეადგენს. 

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა იმპორტის საერთო მოცულობის 8,8% შეადგინა. 2015 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში 608 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 226,4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

საბაჟო ტერმინალი - Sputnik საქართველო
საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 23%–ით შემცირდა

2015 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში 415 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ოდენობის მსუბუქი ავტომობილია (240  მლნ აშშ დოლარით ნაკლები, ვიდრე 2014 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში) შემოყვანილი, რაც იმპორტის საერთო მოცულობის 6,%-ს შეადგენს. 

ნავთობგაზებისა და აირადი ნახშირწყალბადების (ბუნებრივი აირი) იმპორტის რაოდენობამ ამ პერიოდში საერთო მოცულობის 5,3% შეადგინა. 2015 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში შემოტანილია 363,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობგაზები და აირადი ნახშირწყალბადები, რაც გასული წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდის მაჩვენებელზე 48,6 მლნ აშშ დოლარით მეტია. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0