16:31 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ეროვნული ბანკი

ექსპერტი: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა საქართველოს ეკონომიკაზე არ აისახება

© Sputnik/
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1901

საქართველოს ეკონომიკა დოლარიზირებულია 70%–ით, ლარის გავლენის სფეროდ რჩება 30% რომელზეც, მონეტარული პოლიტიკის ცვლილება, გავლენას დაახლოებით 4–6 კვარტლის შემდეგ მოახდენს. ამიტომ ექნება რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას ნულოვანი ეფექტი და ეს არის უბრალოდ თავის მოწონება საფინანსო წრეებისა და საზოგადოების წინაშე - აღნიშნა ექსპრეტმა.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მხოლოდ იმ ადამიანებზე აისახება,  რომლებსაც  სესხი ამ განაკვეთზე აქვთ მიბმული, მიაჩნია ფულად-საკრედიტო ექსპერტს ლია ელიავას.

„საქართველოს ეროვნული ბანკის  გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა დადებითად იმოქმედებს ინფლაციურ მოლოდინებზე. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი თვითონვე წერს, რომ მის მონეტარული პოლტიკის  განაკვეთს არანაირი ეკონომიკური დატვირთვა არა აქვს.  სამწუხაროდ ეს ასეც არის. შედეგად დაზარალდება ადამიანების ის კატეგორია, რომელთა  სესხებიც  მიბმულია  მონეტარული პოლიტიკის განკვეთზე. ხოლო ქვეყნის ეკონომიკაზე კი  მისი ეფექტი ნულოვანი იქნება “–განაცხადა ლია ელიავამ.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა დოლარიზირებულია 70%–ით და მასზე  ეროვნული ბანკი ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. 

„ლარის გავლენის სფეროდ რჩება 30% რომელზეც, ეროვნული ბანკის განცხადებების თანახმად, მონეტარული პოლიტიკის ცვლილება გავლენას დაახლოებით 4–6 კვარტლის შემდეგ მოახდენს. ამიტომ ექნება რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას ნულოვანი ეფექტი და ეს არის უბრალოდ თავის მოწონება საფინანსო წრეებისა და საზოგადოების წინაშე“–აღნიშნა ლია ელიავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 16 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0% შეადგენს.

ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 4 ნოემბერს ასევე 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა 7,5%  წლიურ განაკვეთამდე.

 

 „მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად უნდა აისახოს ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე, — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

 თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ არის. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მომდევნო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და 5 პროცენტიან მიზნობრივ ნიშნულამდე წლის მეორე ნახევარში შემცირდება, აღნიშნავს რეგულატორი. 

 საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 3 თებერვალს გაიმართება.

 

მთავარი თემები