02:04 17 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8660
  • 100 RUB3.9322
  • USD2.4479
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

მომავალი წლიდან ასურეთის რეაბილიტაცია დაიწყება

© facebook.com/GaribashviliOfficial.
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
36 0 0

ძველი იერსახე დაუბრუნდება გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლებს, მოწესრიგდება საფლავები, გზა და განათება იმისთვის, რომ ეს გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიულ–კულტურული ადგილი, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომავალი წლიდან ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე პარასკევს, 11 დეკემბერს განაცხადა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
 პრემიერის განცხადებით, ასურეთში უნიკალური გერმანული არქიტექტურაა, არის გერმანელთა საფლავები.
 „გაისად ჩვენ დავიწყებთ სოფლის რეაბილიტაციას. პირველ ეტაპზე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ლუთერანულ ეკლესიას, ძველი იერსახე დაუბრუნდება გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლებს, ასევე საფლავებს მოვაწესრიგებთ, გზას და განათებას, იმისთვის რომ ეს გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიულ–კულტურული ადგილი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავარი თემები