თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომავალი წლიდან ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე პარასკევს, 11 დეკემბერს განაცხადა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
პრემიერის განცხადებით, ასურეთში უნიკალური გერმანული არქიტექტურაა, არის გერმანელთა საფლავები.
„გაისად ჩვენ დავიწყებთ სოფლის რეაბილიტაციას. პირველ ეტაპზე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ლუთერანულ ეკლესიას, ძველი იერსახე დაუბრუნდება გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლებს, ასევე საფლავებს მოვაწესრიგებთ, გზას და განათებას, იმისთვის რომ ეს გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიულ–კულტურული ადგილი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მომავალი წლიდან ასურეთის რეაბილიტაცია დაიწყება
13:02 12.12.2015 (განახლებულია: 15:46 19.10.2021)
© courtesy of Irakli Garibashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
© courtesy of Irakli Garibashvili
გამოწერა
ძველი იერსახე დაუბრუნდება გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლებს, მოწესრიგდება საფლავები, გზა და განათება იმისთვის, რომ ეს გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიულ–კულტურული ადგილი, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.