„Sputnik საქართველომ“ მულტიმედიური პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ დაიწყო, რომელიც თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე მოგითხრობთ. პროექტი მკითხველს ახალ სიუჟეტს თვეში ორჯერ გააცნობს. პროექტს საფუძვლად 20 დიასპორის შესახებ ისტორია უდევს. მასალასთან ერთად, მათ შესახებ მომზადდება ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო-ილუსტრაციები, რომელსაც დიასპორების წარმომადგენლები პირადი არქივიდან მოგვაწვდიან.