ლოკარნოს კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ქართველი დააჯილდოვეს

© Facebook / Georgian National Film Centerგია აგუმავა
გია აგუმავა - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალების შემდეგ ლოკარნოს კინოფესტივალი თავისი მნიშვნელობით ევროპაში მეოთხეა.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ელენე ნავერიანის ფილმში „სველი ქვიშა" გია აგუმავა დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა" წარდგენილი იყო კინოფესტივალის სექციაში Concorso Cineasti del presente. სურათი მოგვითხრობს შავის ზღვის სანაპიროს სოფელზე, სადაც კეთილგანწყობილი მეზობლები ფიქრობენ, რომ კარგად იცნობენ ერთმანეთს. მაგრამ ერთხელაც ერთ მეზობელ ქალ ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი მო, რომელიც დაკრძალვაზე ჩადის, მოულოდნელად სიცრუის ქსელსა და ბებიის იდუმალი სიყვარულის ტრაგიკულ შედეგებს აწყდება. ფილმი შვეიცარიისა და საქართველოს ერთობლივი ნაწარმოებია.
ლოკარნოს კინოფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
ლოკარნოს კინოფესტივალზე ერთდროულად ორი ქართული ფილმია წარდგენილი
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია. 1946 წლიდან ის ყოველწლიურად აგვისტოში შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში იმართება. ევროპის მასშტაბით ლოკარნოს ფესტივალი, კანის, ვენეციისა და ბერლინის ფესტივალების შემდეგ, მიჩნეულია მნიშვნელობით მეოთხე კინოფესტივალად. მან გზა დიდ კინოში არაერთ რეჟისორს გაუხსნა, მათ შორის - კლოდ შაბროლს, სტენლი კუბრიკს, პოლ ვერხოვენს, მილოშ ფორმანს, მარკო ბელოკიოსა და სხვ. კინოფესტივალი ოფლაინ-რეჟიმში 4-14 აგვისტოს გაიმართა.
ქართულ ფილმებს არაერთხელ მოუპოვებიათ წარმატება ლოკარნოში. ბოლო წლებში კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს ლეოპარდი” ორმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა – ანა ურუშაძემ საუკეთესო დებიუტისთვის (ფილმი „საშიში დედა”) და დავით ფირცხალავამ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „მამა”.
ყველა ახალი ამბავი
0