https://sputnik-georgia.com/20210811/baTumSi-musikisa-da-xelovnebis-yovelwliuri-festivali-aRar-Cacardeba-252560350.html
ბათუმში მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი აღარ ჩატარდება
ბათუმში მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი აღარ ჩატარდება
Sputnik საქართველო
ფესტივალის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია და კულტურული ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობაა, რაც ითვალისწინებს როგორც გალა-კონცერტებს, ასევე მასტერკლასებსა... 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T19:57+0400
2021-08-11T19:57+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24311/97/243119798_0:100:1001:666_1920x0_80_0_0_44afb69eeca1edcc1d09c4727a8470bb.jpg
თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. 2021 წლის სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Batumi Black Sea Music and Art Festival აღარ ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო იუნესკოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შედეგად მიიღეს. მათი ინფორმაციით, რიგით მეცხრე ფესტივალი 2022 წლის სექტემბერში იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართება.2020 წლის ოქტომბერში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით და ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდვების თანახმად, ფესტივალი ონლაინ–ფორმატში, მაყურებლის დასწრების გარეშე გაიმართა.ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელმა ელისო ბოლქვაძემ 2013 წელს დააარსა.ფესტივალი იმართება იუნესკოსა და საქართველოს მთავრობის პატრონაჟით.
https://sputnik-georgia.com/20210809/gamyreliZis-axali-rekomendacia-252543532.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24311/97/243119798_0:38:1001:666_1920x0_80_0_0_9897404e2c2a479981b977d208d27836.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ბათუმში მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი აღარ ჩატარდება
19:57 11.08.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ფესტივალის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია და კულტურული ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობაა, რაც ითვალისწინებს როგორც გალა-კონცერტებს, ასევე მასტერკლასებსა და სემინარებს.
თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. 2021 წლის სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Batumi Black Sea Music and Art Festival აღარ ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო იუნესკოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შედეგად მიიღეს. მათი ინფორმაციით, რიგით მეცხრე ფესტივალი 2022 წლის სექტემბერში იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართება.
2020 წლის ოქტომბერში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით და ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდვების თანახმად, ფესტივალი ონლაინ–ფორმატში, მაყურებლის დასწრების გარეშე გაიმართა.
ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელმა ელისო ბოლქვაძემ 2013 წელს დააარსა.
ფესტივალი იმართება იუნესკოსა და საქართველოს მთავრობის პატრონაჟით.