01:21 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1144)
89 0 0

საფინალო კონცერტზე ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში Maria Canals–ის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალში გავიდა.

კანალსის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ევროპის ერთ-ერთი უძველესი მუსიკალური კონკურსია, რომელიც კატალონიური მუსიკის სასახლეში (Palau de la Música Catalana) 1954 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.  მას შემდეგ კონკურსში ასზე მეტი ქვეყნის შვიდი ათასზე მეტმა პიანისტმა და ჟიურის 180–მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.

ფინალში ქართველ პიანისტს კონკურენციას გაუწევს პორტუგალიელი პიანისტი რაფაელ კირიჩენკო (Rafael Kirichenko) და ჩინეთის წარმომადგენელი ციმინგ რენი (Ziming Ren). 

ფინალური საღამო 14 ივლისს გაიმართება. კონკურსის მონაწილეები კატალონიური მუსიკის სასახლის საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე სიმფონიური მუსიკის ორკესტრის თანხლებით წარდგებიან. გეგეჭკორი ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

რა ვიცით სანდრო გეგეჭკორზე

მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი სანდრო გეგეჭკორი 2000 წელს ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის №1 მუსიკალური სკოლა. 10 წლიდან საკუთარ ნაწარმოებებს წერს. არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის" კურსდამთავრებული (პროფესორ საშა გარბერის კლასი).

2019 წელს პიანისტმა იტალიაში საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე Brescia Classica International Competition სპეციალური პრიზი მიიღო. ის ფრანც შუბერტის ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. მანამდე, 2017 წელს გახდა ავსტრიაში ფოირიხის საფორტეპიანო, ვოკალური და კამერული მუსიკის II საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი – მიიღო კონკურსის გრან-პრი და ორი სპეციალური პრიზი.

თემები:
საქართველო და კულტურა (1144)

მთავარი თემები