https://sputnik-georgia.com/20210714/sandro-gegechkori-Maria-Canals-konkursis-pinalshia-252311940.html
ქართველი ვირტუოზი პიანისტი Maria Canals-ის კონკურსის ფინალში გავიდა
ქართველი ვირტუოზი პიანისტი Maria Canals-ის კონკურსის ფინალში გავიდა
Sputnik საქართველო
საფინალო კონცერტზე ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T10:00+0400
2021-07-14T10:00+0400
2023-08-17T19:45+0400
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24616/68/246166891_0:69:1080:679_1920x0_80_0_0_6cc17786167a40c6c0cc7bbabba26d34.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში Maria Canals–ის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალში გავიდა.კანალსის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ევროპის ერთ-ერთი უძველესი მუსიკალური კონკურსია, რომელიც კატალონიური მუსიკის სასახლეში (Palau de la Música Catalana) 1954 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მას შემდეგ კონკურსში ასზე მეტი ქვეყნის შვიდი ათასზე მეტმა პიანისტმა და ჟიურის 180–მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.ფინალში ქართველ პიანისტს კონკურენციას გაუწევს პორტუგალიელი პიანისტი რაფაელ კირიჩენკო (Rafael Kirichenko) და ჩინეთის წარმომადგენელი ციმინგ რენი (Ziming Ren). ფინალური საღამო 14 ივლისს გაიმართება. კონკურსის მონაწილეები კატალონიური მუსიკის სასახლის საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე სიმფონიური მუსიკის ორკესტრის თანხლებით წარდგებიან. გეგეჭკორი ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.რა ვიცით სანდრო გეგეჭკორზემრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი სანდრო გეგეჭკორი 2000 წელს ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის №1 მუსიკალური სკოლა. 10 წლიდან საკუთარ ნაწარმოებებს წერს. არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის" კურსდამთავრებული (პროფესორ საშა გარბერის კლასი).2019 წელს პიანისტმა იტალიაში საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე Brescia Classica International Competition სპეციალური პრიზი მიიღო. ის ფრანც შუბერტის ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. მანამდე, 2017 წელს გახდა ავსტრიაში ფოირიხის საფორტეპიანო, ვოკალური და კამერული მუსიკის II საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი – მიიღო კონკურსის გრან-პრი და ორი სპეციალური პრიზი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24616/68/246166891_0:35:1080:713_1920x0_80_0_0_369463d28c97ca8cbc0567bf4fd2caf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველო
კულტურა საქართველოში, საქართველო
ქართველი ვირტუოზი პიანისტი Maria Canals-ის კონკურსის ფინალში გავიდა
10:00 14.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) საფინალო კონცერტზე ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში
Maria Canals–ის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალში გავიდა.
კანალსის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ევროპის ერთ-ერთი უძველესი მუსიკალური კონკურსია, რომელიც კატალონიური მუსიკის სასახლეში (Palau de la Música Catalana) 1954 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მას შემდეგ კონკურსში ასზე მეტი ქვეყნის შვიდი ათასზე მეტმა პიანისტმა და ჟიურის 180–მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.
ფინალში ქართველ პიანისტს კონკურენციას გაუწევს პორტუგალიელი პიანისტი რაფაელ კირიჩენკო (Rafael Kirichenko) და ჩინეთის წარმომადგენელი ციმინგ რენი (Ziming Ren).
ფინალური საღამო 14 ივლისს გაიმართება. კონკურსის მონაწილეები კატალონიური მუსიკის სასახლის საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე სიმფონიური მუსიკის ორკესტრის თანხლებით წარდგებიან. გეგეჭკორი ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.
რა ვიცით სანდრო გეგეჭკორზე
მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი სანდრო გეგეჭკორი 2000 წელს ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის №1 მუსიკალური სკოლა. 10 წლიდან საკუთარ ნაწარმოებებს წერს. არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის" კურსდამთავრებული (პროფესორ საშა გარბერის კლასი).
2019 წელს პიანისტმა იტალიაში საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე Brescia Classica International Competition სპეციალური პრიზი მიიღო. ის ფრანც შუბერტის ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. მანამდე, 2017 წელს გახდა ავსტრიაში ფოირიხის საფორტეპიანო, ვოკალური და კამერული მუსიკის II საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი – მიიღო კონკურსის გრან-პრი და ორი სპეციალური პრიზი.