09:58 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

ყორღანულ სამარხში აღმოჩენილი ნაკეთობები ძვ.წ. XXI-XX საუკუნეებით თარიღდება. ყორღანის სამარხ კამერაში აღმოჩნდა ოქროს თასის ფრაგმენტები, სხვადასხვა ტიპის მძივები, ქვის თასი, ჭილობის და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გათხრების დროს აღმოაჩინეს შუა ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები - ოქროს, ქვის და ჭილობის ნაკეთობები, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

ყორღანულ სამარხში აღმოჩენილი ნაკეთობები ძვ.წ. XXI-XX საუკუნეებით თარიღდება.

არტეფაქტების პირველადი კვლევა, სატესტო დამუშავება და სარესტავრაციო პროექტების დაგეგმვა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის სარესტვრაციო-კვლევით ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

აღმოჩენილი არტეფაქტები თრიალეთის არქეოლოგიურ კულტურას მიეკუთვნება. ყორღანის სამარხ კამერაში აღმოჩნდა ოქროს თასის ფრაგმენტები, სხვადასხვა ტიპის მძივები, ქვის თასი, ჭილობის და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

„აღმოჩენილი ოქროს არტეფაქტები უნიკალურია. მათი ზუსტი ანალოგები დღეისათვის ცნობილი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ლითონის მხატვრული დამუშავების მაღალი ტექნიკით გამოირჩევა არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ახლო აღმოსავლეთის შესაბამისი პერიოდის ძვირფასი ლითონებით დამზადებული არტეფაქტებისაგან“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

კვლევით და სარესტავრაციო პროცესებს უძღვება ლაბორატორიის ხელმძღვანელი ისტორიის დოქტორი ნინო ქებულაძე.

მთავარი თემები