https://sputnik-georgia.com/20210710/TeTriwyaroSi-brinjaos-xanis-unikaluri-artefaqtebi-aRmoaCines-252275798.html
თეთრიწყაროში შუა ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს
თეთრიწყაროში შუა ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
ყორღანულ სამარხში აღმოჩენილი ნაკეთობები ძვ.წ. XXI-XX საუკუნეებით თარიღდება. ყორღანის სამარხ კამერაში აღმოჩნდა ოქროს თასის ფრაგმენტები, სხვადასხვა ტიპის... 10.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-10T21:18+0400
2021-07-10T21:18+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23300/58/233005846_0:317:2513:1731_1920x0_80_0_0_53ec0349bdbb8654f463200db6532344.jpg
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გათხრების დროს აღმოაჩინეს შუა ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები - ოქროს, ქვის და ჭილობის ნაკეთობები, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.ყორღანულ სამარხში აღმოჩენილი ნაკეთობები ძვ.წ. XXI-XX საუკუნეებით თარიღდება.არტეფაქტების პირველადი კვლევა, სატესტო დამუშავება და სარესტავრაციო პროექტების დაგეგმვა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის სარესტვრაციო-კვლევით ლაბორატორიაში მიმდინარეობს.აღმოჩენილი არტეფაქტები თრიალეთის არქეოლოგიურ კულტურას მიეკუთვნება. ყორღანის სამარხ კამერაში აღმოჩნდა ოქროს თასის ფრაგმენტები, სხვადასხვა ტიპის მძივები, ქვის თასი, ჭილობის და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.„აღმოჩენილი ოქროს არტეფაქტები უნიკალურია. მათი ზუსტი ანალოგები დღეისათვის ცნობილი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ლითონის მხატვრული დამუშავების მაღალი ტექნიკით გამოირჩევა არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ახლო აღმოსავლეთის შესაბამისი პერიოდის ძვირფასი ლითონებით დამზადებული არტეფაქტებისაგან“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.კვლევით და სარესტავრაციო პროცესებს უძღვება ლაბორატორიის ხელმძღვანელი ისტორიის დოქტორი ნინო ქებულაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23300/58/233005846_0:81:2513:1966_1920x0_80_0_0_2d63896eb9a91beea33a093f6a38cc30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
თეთრიწყაროში შუა ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს
21:18 10.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ყორღანულ სამარხში აღმოჩენილი ნაკეთობები ძვ.წ. XXI-XX საუკუნეებით თარიღდება. ყორღანის სამარხ კამერაში აღმოჩნდა ოქროს თასის ფრაგმენტები, სხვადასხვა ტიპის მძივები, ქვის თასი, ჭილობის და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გათხრების დროს აღმოაჩინეს შუა ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები - ოქროს, ქვის და ჭილობის ნაკეთობები, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
ყორღანულ სამარხში აღმოჩენილი ნაკეთობები ძვ.წ. XXI-XX საუკუნეებით თარიღდება.
არტეფაქტების პირველადი კვლევა, სატესტო დამუშავება და სარესტავრაციო პროექტების დაგეგმვა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის სარესტვრაციო-კვლევით ლაბორატორიაში მიმდინარეობს.
აღმოჩენილი არტეფაქტები თრიალეთის არქეოლოგიურ კულტურას მიეკუთვნება. ყორღანის სამარხ კამერაში აღმოჩნდა ოქროს თასის ფრაგმენტები, სხვადასხვა ტიპის მძივები, ქვის თასი, ჭილობის და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
„აღმოჩენილი ოქროს არტეფაქტები უნიკალურია. მათი ზუსტი ანალოგები დღეისათვის ცნობილი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ლითონის მხატვრული დამუშავების მაღალი ტექნიკით გამოირჩევა არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ახლო აღმოსავლეთის შესაბამისი პერიოდის ძვირფასი ლითონებით დამზადებული არტეფაქტებისაგან“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
კვლევით და სარესტავრაციო პროცესებს უძღვება ლაბორატორიის ხელმძღვანელი ისტორიის დოქტორი ნინო ქებულაძე.