10:58 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1137)
31 0 0

პროექტი მსმენელს სთავაზობს შემეცნებით ლექცია–კონცერტებს. მისი მიზანია – ახალგაზრდებს გააცნოს კლასიკური მუსიკა.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს რეგიონებსა და თბილისში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება. კონცერტები პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ ფარგლებში 11 ივლისიდან ჩატარდება, იუწყება „პირველი არხი“. 

პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კლასიკური მუსიკის ხელმისაწვდომის გაზრდა, მათი დაინტერესება და მუსიკის მოსმენის კულტურის განვითარება. მუსიკოსები აუდიტორიას უამბობენ მუსიკოსების, კომპოზიტორების, ეპოქების, ნაწარმოებებისა თუ საკრავების შესახებ. ღონისძიებებს ინტერაქტიური და შემეცნებით–გასართობი ფორმა ექნება.

დაგეგმილია კონცერტების ჩატარება სამეგრელოში, გურიასა და კახეთში. სულ გაიმართება 23 კონცერტი. პროექტი 11 ივლისს ზუგდიდსა და ხობში დაიწყება, 12 ივლისს წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაგრძელდება. ღონისძიება 13 ივლისს სენაკსა და აბაშაში გადაინაცვლებს, ხოლო სამეგრელოს ტური 14 ივლისს ფოთში დასრულდება. პროექტი 15 ივლისს გურიაში – ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, ხოლო 16 ივლისს ოზურგეთში გაგრძელდება.

კახეთში პროექტი 20 ივლისს დაიწყება, კერძოდ, კონცერტები გაიმართება საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში, 21 ივლისს – სიღნაღსა და ლაგოდეხში, ხოლო 22 ივლისს – ახმეტაში.

პროექტში მონაწილეობენ: ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილისა და მიშა მდინარაძის ხელმძღვანელობით, სიმებიანი კვარტეტი „იბერი“, თბილისის გოგონათა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით. ჩანაფიქრის ავტორების განცხადებით, პროექტში მონაწილე მუსიკოსები შეირჩნენ არა მხოლოდ მათი პროფესიული დონის მიხედვით, არამედ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებითაც.

თემები:
საქართველო და კულტურა (1137)

მთავარი თემები