საქართველო რეზო გაბრიაძეს ემშვიდობება

© Sputnik / Alexander Imedashviliგაბრიაძის მარიონეტების თეატრი
გაბრიაძის მარიონეტების თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
მაესტროსთან გამომშვიდობების ცერემონია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაიმართება – თბილისში და რუსეთის ქალაქებში.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველო ემშვიდობება გამოჩენილ რეჟისორს, მწერალს, სცენარისტსა და მხატვარს, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელს რეზო გაბრიაძეს – მას ხუთშაბათს, 10 ივნისს თბილისში, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რეზო გაბრიაძის პანაშვიდი გაიმართება>>

დიდი მაესტროს ცხედარს 15:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.

თბილისში გამომშვიდობების ცერემონიის პარალელურად პანაშვიდები გაიმართება მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში – მოსკოვში წმინდა გიორგის ტაძარში, ხოლო სანქტ-პეტერბურგში – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

მთაწმინდის პანთეონი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

გამოჩენილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი (1981) რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. ყველა ეს ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.

გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.

ყველა ახალი ამბავი
0