რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliმთაწმინდის პანთეონი
მთაწმინდის პანთეონი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
ყველასათვის საყვარელ რეჟისორს, სცენარისტს, მწერალსა და მხატვარს საზოგადოება ხუთშაბათს, 10 ივნისს გამოემშვიდობება.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. დიდ ქართველ ხელოვანს რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

ცნობილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა.

ქართველი ხელოვანის სამოქალაქო პანაშვიდები 8 და 9 ივნისს გაბრიაძის მარიონეტების თეატრში 16:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება.

რეზო გაბრიაძე: დიდი ოსტატის ცხოვრება და შემოქმედება − ფოტო  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
რეზო გაბრიაძე: დიდი ოსტატის ცხოვრება და შემოქმედება − ფოტო

რეზო გაბრიაძის ცხედარს დაკრძალვის დღეს 15:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.

გამოჩენილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი (1981) რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. ყველა ეს ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.

გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური