„წავიდა დიდი მეზღაპრე“ – ლეონიდ პარფიონოვი რეზო გაბრიაძის გარდაცვალებაზე

© photo: Sputnik / Alexey Tokhomirovრეზო გაბრიაძე
რეზო გაბრიაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
საკულტო ქართველ სცენარისტს, რეჟისორსა და მხატვარს მისი მეგობრები, კოლეგები და თაყვანისმცემლები იხსენებენ.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. გარდაიცვალა დიდი მეზაღაპრე – ასე გამოეხმაურა განსაკუთრებული ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას ცნობილი რუსი ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი.

„ის იყო სცენარისტი, რეჟისორი, მხატვარი... მაგრამ ყველა მისი ქმნილება: ფილმები, სპექტაკლები, თოჯინები, „ჩიჟიკ–პიჟიკი ფონტანკაზე“, დახრილი კოშკი საათით თბილისში, წიგნები ავტორის ნახატებით, ავტობიოგრაფიული მულტფილმი – ეს ზღაპრებია. შეიძლება, ყველაზე რთული და ბრძნული ჟანრი. გაბრიაძე ასე ხედავდა ცხოვრებას და მას გარდასახულს გვიბრუნებდა. ძვირფასო ბატონო რეზო, მადლობა თქვენ ასეთი დღესასწაულისთვის, რომელიც სამუდამოდ ჩვენთანაა“, – დაწერა პარფიონოვმა Facebook–გვერდზე.

რეზო გაბრიაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
საქართველოს პირველი პირები რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამენ

ცნობილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი (1981) რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვ. ყველა ეს ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.

გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.

ყველა ახალი ამბავი
0