17:42 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1115)
48 0 0

ცნობილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 6 ივლისს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მწერლისა და რეჟისორის რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.

გაბრიაძის მულტფილმი „იცი, დედა, სად ვიყავი?“ „ოსკარის“ ლონგ-ლისტში შევიდა>>

„გასამდა! ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და რევაზ გაბრიაძე… ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა – მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური სამყარო აღარ იქნება ისეთი მრავალფეროვანი! გავღარიბდით, დავობლდით!“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე.

სოციალური ქსელის მეშვეობით მწუხარება გამოთქვა ირაკლი ღარიბაშვილმაც. პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა რეზო გაბრიაძის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს.

„ჩვენ კიდევ ერთმა დიდმა ხელოვანმა დაგვტოვა. რეზო გაბრიაძე იმ მასშტაბის რეჟისორია, რომლის შექმნილი სამყაროც ყველა თაობის ადამიანისთვის ერთნაირად მშობლიური და საყვარელია. მისი უდიდესი ნიჭისა და შეუდარებელი იუმორის დამსახურებაა, რომ ქართველ მკითხველსა და მაყურებელს არაერთი შედევრი გვაქვს“, – დაწერა პრემიერმა.

გაბრიაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძეც.

„ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის დიდი ტკივილი და დანაკლისი, რაც მისმა გარდაცვალებამ მოგვიტანა. ვიზიარებ სრულიად საქართველოს მწუხარებას!“ – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.

ცნობილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი (1981) რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა.

ფერწერისა და სკულპტურის სფეროს გარდა, რეზო გაბრიაძე იყო 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვ. ყველა ეს ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.

კალაძემ რეზო გაბრიაძე ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა>>

გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.

თემები:
საქართველო და კულტურა (1115)

მთავარი თემები