11:45 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (117)
33430

აირჩევს თუ არა აკადემია ფილმს ფინალისტებში, 2020 წლის 13 იანვარს შევიტყობთ.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. რეჟისორ ლეო გაბრიაძის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „იცი, დედა, სად ვიყავი?“ (Rezo), რომელიც შექმნილია მისი მამის, დიდი მაესტროს რეზო გაბრიაძის მოთხრობებისა და ნახატების საფუძველზე, ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ გრძელ სიაშია (ლონგ-ლისტი), ნათქვამია პრემიის ვებ-გვერდზე.

ანიმაციური მხატვრული ფილმების კატეგორიაში სულ 32 სრულმეტრაჟიანი მულტფილმია წარმოდგენილი. რომელი მათგანი მოხვდება ოსკარის ნომინანტთა მოკლე სიაში, 2020 წლის 13 იანვარს გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია კი 9 თებერვალს გაიმართება.

ანიმაციური ფილმის „იცი, დედა, სად ვიყავი?“ პროდიუსერია ტიმურ ბეკმამბეტოვი. ფილმი გადაღებულია რუსეთის კულტურის სამინისტროსა და სტუდია BAZELEVS-ის მხარდაჭერით.

თავისი სტილისტიკით, იუმორით, გულწრფელობით ესაა რეზოს ბავშვობაში „გასეირნება", რომელიც ომის შემდგომ პერიოდზე მოდის. ფილმი ეხება რეზოს ბავშვობისა და ყმაწვილობის დროს სამყაროს აღქმას. აქ რეალური ფაქტები რეზოს ფანტაზიებსა და სიზმრებშია გადაჯაჭვული.

Кадры фильма «Знаешь, мама, где я был?»
კადრი მულტფილმიდან „იცი დედა, სად ვიყავი?“

ფილმის მთავარი გმირები არიან დიმიტრი მენდელეევი, იოსებ სტალინი, ვლადიმირ ლენინი, ადოლფ ჰიტლერი და, რა თქმა უნდა, თავად რეზო გაბრიაძე, მაგრამ არა დღევანდელი, არამედ ათი წლის ბიჭი ომისშემდგომი ქუთაისიდან.

„იცი, დედა, სად ვიყავი?“ – ეს არის ძალიან საყვარელი და გულის ამაჩუყებელი ფილმი ადამიანობაზე, თანაგრძნობაზე, იმაზე, რომ სილამაზე წვრილმანებში იმალება. ფილმის დასახელებაში გამოყენებულია სტრიქონი საბჭოთა პერიოდის ცნობილი საბავშვო გათვლიდან.

Кадры фильма «Знаешь, мама, где я был?»
კადრი მულტფილმიდან „იცი დედა, სად ვიყავი?“

ფილმს საფუძვლად დაედო ცნობილი რეჟისორის, სცენარისტის, დრამატურგის, მხატვრის, მარიონეტების თეატრის დამაარსებლის მოთხრობები, რომლებსაც 1990-იანი წლებიდან იწერდა მისი შვილი ლეო გაბრიაძე. ფილმში ჟღერს გია ყანჩელის, ვიქტორ დოლიძის, ოლეგ კარპაჩოვის მუსიკა.

Кадры фильма «Знаешь, мама, где я был?»
კადრი მულტფილმიდან „იცი დედა, სად ვიყავი?“

რეზო გაბრიაძე დაიბადა 1936 წელს ქუთაისში. ცნობილი კინორეჟისორი და სცენარისტი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე, მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი (1981). ავტორია 35-ზე მეტი ფილმის სცენარისა, რომელთა შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა", „არ დაიდარდო", „პასპორტი", „ქვევრი", „შერეკილები", „მიმინო", „ქინ-ძა-ძა" და სხვ.

თემები:
ქართული კინო (117)

მთავარი თემები