ოპერისა და ბალეტის თეატრი მაყურებლებისთვის სპექტაკლს ამზადებს

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeთბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენა დიდ დარბაზში
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენა დიდ დარბაზში - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
გამოწერა
სპექტაკლები გაიმართება თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასის სოლისტებისა და კორდებალეტის მონაწილეობით.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საბალეტო გალა-კონცერტს ამზადებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, რომელიც 19 და 20 ივნისს გაიმართება, იუწყება თეატრის პრეს-სამსახური.

გალა-კონცერტზე წარმოდგენილი იქნება მეორე მოქმედება პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტიდან „გედების ტბა“ და დივერტისმენტი (სხვადასხვა ჟანრების ნომრებით წარმოდგენილი თეატრალური სანახაობა) საბალეტო სპექტაკლებიდან: „დონ კიხოტი“, „ნატალი“, „ყვავილების ფესტივალი ჯენცანოში“, „თილისმა”, „საგალობელი“.

მოსკოვის აკადემიური სამხატვრო თეატრის დასი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
თბილისში ევაკუირებული მოსკოვური თეატრი: „ბედნიერება იყო იმდენად დიდი, რომ ომს გვავიწყებდა“

სპექტაკლები გაიმართება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტებისა და კორდებალეტის მონაწილეობით. სპექტაკლი გაიმართება აუდიოჩანაწერზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თეატრში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით. თეატრში შესვლის წინ მაყურებელი ვალდებულია გაიაროს თერმოსკრინინგი და დეზობარიერი და სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს ხელი.

ეპიდვითარების გამო თეატრი დაგეგმილ ღონისძიებამდე 1 საათით ადრე გაიხსნება, ხოლო წარმოდგენები შესვენების გარეშე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0