16:37 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
53 0 0

კონკურსში გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული, თითოეული მათანი სტიპენდიის სახით 4 ათას ლარს მიიღებს. მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შეტანა 21 ივნისამდეა შესაძლებელი.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ქართულენოვანი მწერლებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს, ინფორმაციას კონკურსის ორგანიზატორები ავრცელებენ.

სტიპენდიის თანხა 4000 ლარს შეადგენს.

  • იუნესკოს გადაწყვეტილებით, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს კუალა–ლუმპურისგან გადმოიბარა. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ქართულენოვან ავტორებს ახალი ნაწარმოებების შექმნისა და გამოცემის საშუალებას ვაძლევთ. პანდემიამ ბევრი სფერო დააზარალა. ხელშესახები პრობლემები შეუქმნა მწერლებს, მთარგმნელებსა და გამომცემლებს. ამიტომ ჩვენ მიერ დაწესებული სტიპენდიები, ვფიქრობთ, დროულია და საჭირო“, - განუცხადა „პირველ არხს“ პროექტის დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა.

კონკურსს არ აქვს დადგენილი პრიორიტეტული ჟანრები და შეირჩევა როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული ნაწარმოებებიც. კონკურსის აუცილებელი პირობაა, რომ ნაწარმოები ან მისი ნაწილი არ იყოს მანამდე გამოქვეყნებული.

კონკურში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 21 ივნისს დასრულდება, 30 ივნისს კი სარედაქციო კომისია ხუთ გამარჯვებულს გამოავლენს. ამასთან თითოეულ მონაწილეს არა უმეტეს სამი განაცხადის შეტანა შეუძლია.

UNESCO World Book Capital („წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიის და მომიჯნავე დარგების სტიმულირებას, ასევე თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების და გამომცემლების მხარდაჭერას.

 

მთავარი თემები