თბილისი, 13 მაისი – Sputnik. რუსთაველის ეროვნულ თეატრში ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობების – მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელისა და მარინე თბილელის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
![რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23169/07/231690756_0:0:1000:753_1920x0_80_0_0_a73185b00e432e7ae76ce563e63467c3.jpg)
საღამოზე წარმოდგენილი იყო საარქივო მასალა, რომელიც სამი ქართველი მსახიობის შემოქმედებასა და მოღვაწეობას ასახავდა. ღონისძიებაზე გამოჩენილი არტისტები კოლეგებმა და მეგობრებმა გაიხსენეს.
![რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23166/57/231665790_0:0:1000:584_1920x0_80_0_0_2f27ca568bed7d92202667133f4d850a.jpg)
„შევეცადეთ გაგვეხსენებინა ეს სამი არაჩვეულებრივი არტისტი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები ახლა რუსთაველის თეატრში ტრიალებს და ბედნიერები არიან დღევანდელი დღით. ჩვენც ბედნიერები ვართ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს“, – განაცხადა თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძემ.
![რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23900/69/239006920_0:0:727:907_1920x0_80_0_0_64520cdf527a93c5a9a1e33d07feb992.jpg)
საიუბილეო საღამო თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
საქართველოს სახალხო არტისტები მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი და მარინე თბილელი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდნენ. მედეა ჩახავა გადაღებულია ისეთ ცნობილ მხატვრულ ფილმებში როგორიცაა, „ჭრიჭინა“, „ბაში-აჩუკი“, „მხიარული რომანი“ და სხვ. არანაკლებ ცნობილ ქართულ ფილმში მონაწილეობდნენ სალომე ყანჩელი და მარინე თბილელიც.