რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

© Sputnik / Denis Aslanovრუსთაველის თეატრის დარბაზი
რუსთაველის თეატრის დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
100 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე მსახიობები კოლეგებმა და მეგობრებმა გაიხსენეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მასალები მსახიობების მოღვაწეობის შესახებ.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. რუსთაველის ეროვნულ თეატრში ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობების – მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელისა და მარინე თბილელის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

© ეროვნული ბიბლიოთეკამედეა ჩახავა
რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მედეა ჩახავა

საღამოზე წარმოდგენილი იყო საარქივო მასალა, რომელიც სამი ქართველი მსახიობის შემოქმედებასა და მოღვაწეობას ასახავდა. ღონისძიებაზე გამოჩენილი არტისტები კოლეგებმა და მეგობრებმა გაიხსენეს.

სალომე ყანჩელი
რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
სალომე ყანჩელი

„შევეცადეთ გაგვეხსენებინა ეს სამი არაჩვეულებრივი არტისტი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები ახლა რუსთაველის თეატრში ტრიალებს და ბედნიერები არიან დღევანდელი დღით. ჩვენც ბედნიერები ვართ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს“, – განაცხადა თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძემ.

© National Library of Georgiaმარინე თბილელი და აკაკი დვალიშვილი
რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მარინე თბილელი და აკაკი დვალიშვილი

საიუბილეო საღამო თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს სახალხო არტისტები მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი და მარინე თბილელი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდნენ. მედეა ჩახავა გადაღებულია ისეთ ცნობილ მხატვრულ ფილმებში როგორიცაა, „ჭრიჭინა“, „ბაში-აჩუკი“, „მხიარული რომანი“ და სხვ. არანაკლებ ცნობილ ქართულ ფილმში მონაწილეობდნენ სალომე ყანჩელი და მარინე თბილელიც.

ყველა ახალი ამბავი
0