ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალზე ვერ ჩამოვიდნენ უცხოელი სტუმრები, ფილმების ჩვენებები კოვიდ–რეგულაციების გათვალისწინებით ტარდება. ასევე შეზღუდულია მაყურებლის რაოდენობა.

 

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მესხიშვილის თეატრში გაიხსნა, ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალი, რომელიც 2020 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიტანეს, ქუთაისში 8–12 მაისს ჩატარდება. მისი მიზანი მოკლემეტრაჟიანი კინოხელოვნების პოპულარიზება და მხარდაჭერაა.

კინოფესტივალი ორი საკონკურსო პროგრამისგან შედგება – 1–5 წუთიანი და 10–30 წუთიანი ფილმები. ფესტივალის მთავარ კონკურსში (10-დან 30 წუთამდე) მონაწილეობს 15 ფილმი, მეორე კონკურსში (1 -დან 5 წუთამდე)  კი - 26 ფილმი. 

ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ეროვნული კინოცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი უდავოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქალაქისთვის. მჯერა, ფესტივალი თავს დაიმკვიდრებს და თავის ნიშას იპოვის მსოფლიო კინოფესტივალებს შორის”,- განაცხადა ქუთაისის მერმა.

გამარჯვებულებს 12 მაისს დაასახელებენ. მთავარი კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება ფესტივალის  პრიზით „ოქროს დინოზავრი“, მეორე კონკურსის გამარჯვებული კი  პრიზით - „დინოზავრის ნაკვალევი".

საპატიო პრიზი „ოქროს დინოზავრი" კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რეზო გაბრიაძეს გადაეცა.

კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „საქართველოში", დასწრება უფასოა. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება  ფრანგული, ჩინური, გერმანული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა, ასევე  უკანასკნელი ათწლეულის თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

გარდა ამისა, კინოჩვენებებთან ერთად, ფესტივალის პროგრამა მოიცავს საგანამანათლებლო ღონისძიებებსაც. მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი კინორეჟისორები, კინოოპერატორები, სცენარისტები, პროდიუსერები.

ფესტივალი ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0