თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში 8–12 მაისს ჩატარდება, ნათქვამია ფესტივალის ვებ–გვერდზე.
ფესტივალის, რომელიც 2020 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიტანეს, მიზანია მოკლემეტრაჟიანი კინოხელოვნების პოპულარიზება და მხარდაჭერა.
კინოფესტივალი ორი საკონკურსო პროგრამისგან შედგება – 1–5 წუთიანი და 10–30 წუთიანი ფილმები. საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს 15 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მთელი მსოფლიოდან.
ძირითადი კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება ფესტივალის მთავარი პრიზით „ოქროს დინოზავრი“.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალზე ვერ ჩამოვლენ უცხოელი სტუმრები, ხოლო ჩვენებები ყველა კოვიდ–შეზღუდვის გათავლისწინებით ჩატარდება. ასევე შეზღუდულია მაყურებლის რაოდენობა.