08:11 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1137)
104 0 0

კინოფესტივალის მიზანია ძირითადად დედაქალაქში თავმოყრილი ქართული კინემატოგრაფიული სცენის გამრავალფეროვნება და საინტერესო კულტურული ღონისძიებების რეგიონებში გადატანა

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში 8–12 მაისს ჩატარდება, ნათქვამია ფესტივალის ვებ–გვერდზე.

ფესტივალის, რომელიც 2020 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიტანეს, მიზანია მოკლემეტრაჟიანი კინოხელოვნების პოპულარიზება და მხარდაჭერა.

კინოფესტივალი ორი საკონკურსო პროგრამისგან შედგება – 1–5 წუთიანი და 10–30 წუთიანი ფილმები. საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს 15 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მთელი მსოფლიოდან.

ძირითადი კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება ფესტივალის მთავარი პრიზით „ოქროს დინოზავრი“.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალზე ვერ ჩამოვლენ უცხოელი სტუმრები, ხოლო ჩვენებები ყველა კოვიდ–შეზღუდვის გათავლისწინებით ჩატარდება. ასევე შეზღუდულია მაყურებლის რაოდენობა.

თემები:
საქართველო და კულტურა (1137)

მთავარი თემები