COVID-19 რეგიონებში: გორის თეატრმა აპრილში დაგეგმილი სპექტაკლები გააუქმა

© Sputnik / STRINGERგორი
გორი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
წარმოდგენების გაუქმების მიზეზი ახალი კორონავირუსია, რომელიც თეატრის თანამშრომლებს ორი დღის წინ გამოუვლინდათ.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა აპრილში დაგეგმილი ყველა სპექტაკლი გააუქმა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით ჩხარტიშვილის განმარტებით, თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კორონავირუსია. 

ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

„თეატრის ორ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, რომ სპექტაკლები მაისამდე გადაგვედო. თუ ინფიცირების ფაქტები შემდგომ დღეებში არ გამოვლინდება და შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში დამატებით ახალი რეგულაციები არ დაწესდება, მუშაობას, სავარაუდოდ, ორ კვირაში განვაახლებთ“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა „Sputnik-საქართველოსთან“.

გორის თეატრის რეპერტუარიდან მოიხსნა სპექტაკლები: „მზის სხივი“, „ვაჟიშვილი“, „კარლსონი“ და საბა ასლამაზიშვილის რეჟისორული ნამუშევრის - „სტრიპტიზის“ პრემიერა, რომელიც 24–25 აპრილს უნდა გამართულიყო.

თეატრის ადმინისტრაციის განცხადებით, მაყურებელს შეუძლია შეძენილი ბილეთების თეატრის სალაროში დაბრუნება ან მათი მომავალში, სხვა სპექტაკლებზე გამოყენება.

თეატრმა სეზონი ერთწლიანი პაუზის შემდეგ 2 აპრილს დახურულ სივრცეში ფლორიან ზელენის პიესა „ვაჟიშვილის“ პრემიერით გახსნა.

ყველა ახალი ამბავი
0