თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.226 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 731 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.
- რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 101, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 96, იმერეთი – 75, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 56, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 29, გურია – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 7.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 688 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 283.557-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.981-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 12.700 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.424 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.883, აჭარაში – 385, იმერეთში – 422.
568 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 113 პირი, მათგან თბილისში – 79, აჭარაში – 8, იმერეთში – 11. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 621 ადამიანი, მათ შორის 316 – თბილისში, 287 – აჭარაში. 8.655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 217, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19.900 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10.989 პირი, აჭარაში – 2.340, იმერეთში – 1.082.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.226-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 300.264-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.