საქართველოში კანადელი პოეტი რუპი კაური ჩამოვა

© photo: Rupi Kaur / FBრუპი კაური
რუპი კაური - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 23 აპრილს თბილისი კუალა-ლუმპურისგან წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს მიიღებს. ღონისძიებაზე დედაქალაქში არაერთი სახელოვანი ლიტერატორი ჩამოვა.

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. კანადელი პოეტი ქალი და ილუსტრატორი რუპი კაური (Rupi Kaur) საქართველოში ჩამოვა ღონისძიების „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“ ფარგლებში.

რუპი კაური 28 წლისაა. მან სახელი სოციალურ ქსელებში გაითქვა, სადაც თავის ვიზუალურ პოეზიას აქვეყნებს. ესაა პოეტური ტექსტის მრავალსახეობა, სადაც მნიშვნელოვანი როლი ტექსტის გრაფიკულ გამოსახულებას ენიჭება.

View this post on Instagram

A post shared by rupi kaur (@rupikaur_)

ფართო აღიარება კაურმა მოიპოვა წიგნის „რძე და თაფლი“ გამოშვების შემდეგ, რომელიც ბესტსელერად იქცა. 2017 წელს მეორე წიგნიც გამოსცა – „მზე და მისი ყვავილები“, რომლის წყალობითაც BBC-ს 100 ქალის სიაში შევიდა (2017 წელს). 2020 წელს მან ლექსების მესამე კრებული home body გამოსცა.

„დედაენის“ ძეგლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
ღონისძიებები, რომლებიც თბილისში დედაენის დღესთან დაკავშირებითაა დაგეგმილი

პოეტის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“ დირექტორის ნინია მაჭარაშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი ცნობილი მწერლის ჩამოსვლა იგეგმება, რომელთა ვინაობას ჯერ არ ამხელენ.

იუნესკოს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილს კუალა–ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება.

UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა.

ყველა ახალი ამბავი
0