05:29 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
49 0 0

კონცერტზე სოლისტი იქნება მრავალი ჯილდოს ლაურეატი, ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი პიანისტი გიორგი გიგაშვილი

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. გენიალური კომპოზიტორების - ბეთჰოვენისა და მოცარტის - ნაწარმოებები თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ხუთშაბათს, 8 აპრილს, შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.

კონცერტზე დაუკრავს გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი გოგი ჭიჭინაძის დირიჟორობით.

სოლისტი იქნება გიორგი გიგაშვილი - მრავალი საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატი, ახალგაზრდა ვირტუოზი პიანისტი. სცენაზე გაიჟღერებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი No 5, მი-ბემოლ მაჟორი, თხზ.73; ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის სიმფონია No 39, მი ბემოლ მაჟორი, K.543.

კონცერტი დაიწყება 18:00 სთ-ზე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით.

მთავარი თემები