00:35 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1080)
51 0 0

მანამდე თეა წულუკიანმა ხელოვნების სფეროში რეფორმები დააანონსა. კერძოდ, კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ შეიქმნება კულტურის კოდექსი და განახლდება მოძველებული სამართლებრივი ნორმები.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში გაჩნდება რეესტრი იმ ოსტატებისთვის, რომლებიც კულტურულ ძეგლებთან მუშაობენ. ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახალ რეესტრში შევლენ ქვისა და სხვა ოსტატები.

„ამბობენ, მჭედელი არ ჰყავს ქვეყანასო, მაგრამ არიან ქვის ოსტატებიც და სხვებიც, რომელთაგანაც შევქმნით რეესტრს. სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე მზად ვიქნებით, რომ სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს. ყველა ძეგლს უნდა შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია და გარემონტება კი არ უნდა მიმდინარეობდეს, არამედ რეალური რესტავრაცია“, – განაცხადა მინისტრმა.

უფრო ადრე წულუკიანმა კულტურის სფეროში რეფორმები დააანონსა. კერძოდ, კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ შეიქმნება კულტურის კოდექსი და განახლდება მოძველებული სამართლებრივი ნორმები. მან ეს საქმე თავის მოადგილეს იოსებ ბაღათურიას დაავალა.

წულუკიანი: მეძახონ ბერია, მაინც დავინტერესდები, რა დგას განსხვავებული აზრის უკან>>

პარლამენტის დეპუტატი თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა, მოვალეობების შესრულებას 22 მარტს შეუდგა.

თემები:
საქართველო და კულტურა (1080)

მთავარი თემები