22:10 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1115)
59 0 0

ბრიტანელმა კრიტიკოსებმა რომანს „პოსტსაბჭოთა ქართული ცხოვრების ურყევი სურათი“ უწოდეს, რომელიც თბილისელი შშმ 18 წლის სკოლის მოსწავლის თვალით არის წარმოდგენილი.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. მწერლისა და კინორეჟისორის ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი „მსხლების მინდორი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ლიტერატურული პრემიის EBRD Literature Prize 2021-ის ე.წ. გრძელ სიაში მოხვდა.

ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენილია რვა ენაზე დაწერილი 10 მწერლის წიგნი, ნათქვამია EBRD-ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე. პრემიის სამ ფინალისტსა და მთარგმნელებს 2021 წლის 3 მაისს გამოაცხადებენ.

EBRD-ს ლიტერატურული პრემია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად 2017 წელს დააფუძნა. მისი მიზანია აჩვენოს და გააცნოს ინგლისურენოვან მკითხველს ლიტერატურული საყაროს მრავალფეროვნება და მისი სიახლეები.

პრემია ეძღვნება კულტურათა სიმდიდრის გაშუქებას იმ რეგიონებში, სადაც ბანკი მუშაობას, ანუ მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოში.

  • 20 ათასი ევროს ოდენობის პრემიას გასცემენ მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებზე, რომელიც დაწერილია ამ ერთ-ერთი ქვეყნის ენაზე, შემდეგ თარგმნილია ინგლისურ ენაზე და გამოცემულია ბრიტანულ ან ევროპულ გამომცემლობაში.

ელიზაბეტ ჰეიუეის მიერ ინგლისურად თარგმნილი ნანა ექვთიმიშვილის რომანი ინგლისურენოვანი მკითხველისთვის 2020 წლის ნოემბრიდან არის ხელმისაწვდომი. მოქმედება 1990-იან წლებში თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მიტოვებულ ბავშვთა სკოლა–ინტერნატში ხდება. ბრიტანელმა კრიტიკოსებმა რომანს „პოსტსაბჭოთა ქართული ცხოვრების ურყევი სურათი“ უწოდეს, რომელიც თბილისელი შშმ 18 წლის სკოლის მოსწავლის თვალით არის წარმოდგენილი.

ქართველი მწერლის რომანი ევროპულ ტოპ-10-ში შევიდა: The Calvert Journal სიას აქვეყნებს>>

ნანა ექვთიმიშვილი - ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორია. დაიბადა თბილისში 1978 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და კონრად ვოლფის სახელობის გერმანიის კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის ინსტიტუტი პოტსდამში.

ნანა ექვთიმიშვილის მოთხრობები პირველად თბილისურ ლიტერატურულ ალმანახ „არილში“ 1999 წელს გამოქვეყნდა.

ის მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების ავტორია, მათგან ყველაზე ცნობილი და წარმატებულია „გრძელი ნათელი დღეები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. ეს ფილმები ნანა ექვთიმიშვილმა თავის მეუღლესთან, რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად გადაიღო.

ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი „მსხლების მინდორი“ ჟურნალმა The Calvert Journal 2021 წლის იანვარში აღმოსავლეთ ევროპაში გამოცემული საუკეთესო წიგნების ათეულში შეიყვანა.

„მსხლების მინდორი“ პირველად 2015 წელს გამოიცა. ავტორს რომანისთვის 2016 წელს პრემია „საბა“ გადაეცა ნომინაციაში „წლის დებიუტი“. იმავე წელს მიიღო „ილიაუნის ლიტერატურული პრიზი", როგორც 2014-2015 წლების საუკეთესო ქართულმა რომანმა. რომანი ასევე აღინიშნა პრემია „ლიტერათი“ წლის საუკეთესო დებიუტისთვის, და ასევე სხვა ლიტერატურული პრემიებით.

თემები:
საქართველო და კულტურა (1115)

მთავარი თემები