ქართველი მწერლის რომანი ევროპულ ტოპ-10-ში შევიდა: The Calvert Journal სიას აქვეყნებს

© Sputnik / Alexander Imedashviliნანა ექვთიმიშვილი
ნანა ექვთიმიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანა ექვთიმიშვილის რომანი „მსხლების მინდორი“ მანამდე არაერთი ლიტერატურული პრემიით აღინიშნა და ითარგმნა ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქართველი რეჟისორისა და მწერლის ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი „მსხლების მინდორი“ ჟურნალმა The Calvert Journal-მა აღმოსავლეთ ევროპაში გამოცემული საუკეთესო წიგნების ათეულში შეიყვანა.

​Calvert Journal – ეს არის ონლაინ-ჟურნალი, რომელიც ახალი აღმოსავლეთის თანამედროვე კულტურასა და შემოქმედებას ეძღვნება: აღმოსავლეთ ევროპას, ბალკანეთს, რუსეთსა და ცენტრალურ აზიას.

რეგიონის საუკეთესო ლიტერატურული გამოცემების 2020 წლის სიაში ნანა ექვთიმიშვილის ინგლისურ ენაზე თარგმნილი „მსხლების მინდორიც“ შევიდა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გასული წლის ნოემბერში გახდა ხელმისაწვდომი.

„რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილის რომანი, რომელშიც მოქმედება 90-იანი წლების თბილისის გარეუბანში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მიტოვებული ბავშვთა სკოლა–ინტერნატში ხდება, არის ამბავი ცოცხლად გადარჩენისა“, — წერს The Calvert Journal.

„მსხლების მინდორი“ პირველად 2015 წელს გამოიცა. ავტორს რომანისთვის 2016 წელს პრემია „საბა“ გადაეცა ნომინაციაში „წლის დებიუტი“. იმავე წელს მიიღო „ილიაუნის ლიტერატურული პრიზი", როგორც 2014-2015 წლების საუკეთესო ქართულმა რომანმა. რომანი ასევე აღინიშნა პრემია „ლიტერათი“ წლის საუკეთესო დებიუტისთვის, და ასევე სხვა ლიტერატურული პრემიებით.

ყველა ახალი ამბავი
0