14:03 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1050)
6110

ყიფიანთან ერთად კონკურსის პრიზიორები ასევე გახდნენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული და პირველკურსელი პიანისტები.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ქართველი პიანისტი ანა ყიფიანი კანადის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და კიდევ ორი პრიზის მფლობელი გახდა, ამის შესახებ პიანისტმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა. 

ანა ყიფიანმა მთავარი კონკურსის მეხუთე პრემია მიიღო და საუკეთესო კონკურსანტების ექვსეულში შევიდა. გარდა ამისა, ყიფიანმა მიიღო სპეციალური პრიზი „კლასიკური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის“ და „მაყურებლის სიმპათიის“ პრიზი.

აღსანიშნავია, რომ ყიფიანი ერთადერთი ქართველი არ არის, რომელმაც კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვა. მთავარი კონკურსის მეექვსე პრემია გადაეცა ასევე თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულს თამთა მაღრაძეს. ხოლო მაყურებლის სიმპათიის პრიზი ყიფიანთან ერთად კონსერვატორიის პირველკურსელმა სალომე მოდებაძემ მიიღო.

ანა ყიფიანი 26 წლისაა. იგი დიდი ბრიტანეთის სამეფო მუსიკალური კოლეჯის კურსდამთავრებულია. მანამდე პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია დაასრულა (ელისო ვირსალაძის კლასი).

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, გოგონა მრავალი ჯილდოს მფლობელია – გაიმარჯვა ვლადიმირ კრაინევის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში, ვერბიეს მუსიკალურ ფესტივალსა და არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში.

თემები:
საქართველო და კულტურა (1050)

მთავარი თემები