სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფილმ „კურიერის“ ტრეილერი მერაბ ნინიძის მონაწილეობით

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმერაბ ნინიძე
მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცივი ომი, ჯაშუშები, ბრძოლა პირველობისთვის – ქართველი მსახიობისა და მსოფლიო კინოვარსკვლავების მონაწილეობით ფილმს მაყურებელი გაზაფხულზე იხილავს.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ინტერნეტში ბრიტანელი რეჟისორის დომინიკ კუკის ისტორიული დრამა „კურიერის“ ტრეილერი გამოჩნდა, რომელშიც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე და მსოფლიოში ცნობილი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი თამაშობენ.

ფილმში ქართველმა მსახიობმა ერთ-ერთი მთავარი როლი – რუსი ჯაშუშის ოლეგ პენკოვსკის როლი შეასრულა, რომელიც საბჭოთა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკია. 

ფილმი ცივი ომის მოვლენებს ეხება. ის მოგვითხრობს რეალურ ისტორიას ბრიტანელი ბიზნესმენის შესახებ, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს დაეხმარა ცივი ომის დროს ბირთვულ პროგრამაში შეღწევაში.

ფილმი საერთაშორისო გაქირავებაში, მათ შორის, აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში 19 მარტიდან გამოვა.

მერაბ ნინიძე უცხოეთში რამდენიმე ფილმშია გადაღებული. 2018 წელს ამერიკული სერიალ „სამშობლოს“ (Homeland) მეშვიდე სეზონში მონაწილეობდა, სადაც რუსი ჯაშუშის მიროვის როლს ასრულებდა. 2017 წელს გადაღებულია BBC-ს ინგლისურენოვან სერიალში „მაკმაფია“, სადაც რუსული მაფიის ბოსის როლს ასრულებს.

ნინიძე ასევე გადაღებულია ამერიკულ ტელესერიალში „ბერლინის განყოფილება" (Berlin Station).

მერაბ ნინიძე ცნობილი ქართველი მსახიობია, რომელმაც მაყურებლის აღიარება მოიპოვა როლების შემდეგ ისეთ ფილმებში, როგორიცაა „მონანიება", „ქაღალდის ჯარისკაცი", „მთვარე მამა", „არსად აფრიკაში".

ყველა ახალი ამბავი
0