00:47 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
154 0 0

ცნობილი მეცნიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება უკვე გამოხატეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. ისტორიკოსი უნივერსიტეტში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოხატა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო საზოგადოებამ ღირსეული ადამიანი და მეცნიერი დაკარგა.

„სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა ღირსეული პიროვნება, მეცნიერი, რომელმაც მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის კვლევას დაუთმო და არაერთი ღირებული და მნიშვნელოვანი ნაშრომი დაგვიტოვა“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

მინისტრმა მიუთითა ასევე, რომ ოთხმეზური ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოცენტი იყო და თავისი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტების უამრავ თაობას გაუზიარა, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი.

მეცნიერის გარდაცვალების გამო სინანული გამოხატა ასევე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„მინდა მწუხარება გამოვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის, გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო. დიდია მისი წვლილი საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის კვლევებში. ვიზიარებ გიორგი ოთხმეზურის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების დიდ გულისტკივილს“, - დაწერა მერმა თავის Facebook-გვერდზე.

გიორგი ოთხმეზური ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოცენტი იყო. მისი კვლევების ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლა და განვითარება.

მთავარი თემები