09:32 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ 46 ფინალისტიდან 10 გამარჯვებული დაასახელა, რომლებიც „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ

თბილისი, 27 დეკემბერი ― Sputnik. ლიტერატურული პრემია „საბას“ მეთვრამეტე კონკურსის 10 ლაურეატი ცნობილია, ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.

26 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონია ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. როგორც ცნობილია, კონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა.

შემოდგომაზე „საბას“ ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ.

საბა 2020-ის ლაურეატები არიან:

  • საუკეთესო რომანი - „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, ბესო სოლომანაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა)
  • აუკეთესო პოეტური კრებული - „სიყვარულის შავი ყუთი 3“, ტარიელ ჭანტურია (კალმოსანი) და „დიდი სმა“, ბესიკ ხარანაული (ინტელექტი)
  • საუკეთესო პროზაული კრებული - „გასეირნება დროთა სივრცეში“, მამუკა დოლიძე (ინტელექტი)
  • საუკეთესო პიესა - „მარინა რევია“, ალექს ჩიღვინაძე (სამეფო უბნის თეატრი)
  • საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - „პოეტიკური ჩანაწერები“, რამაზ ჭილაია (პალიტრა L)
  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - „მშვიდობით, ძია გერშვინ“, მაია ცირამუა (წიგნები ბათუმში)
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“, შორენა ლებანიძე (არტანუჯი)
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, ელზა ახვლედიანი (არტანუჯი)
  • ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა პოეტსა და მთარგმნელ ბათუ დანელიას.

საბა 2020-ის ჟიურის წევრები იყვნენ: პოეტი ვახტანგ ჯავახაძე, მთარგმნელი მაია ბადრიძე, ლიტერატორი/მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურის კრიტიკოსი ნანა ტრაპაიძე, მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი.

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია „საბა“ „თიბისი ბანკმა“ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა.

2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

 

მთავარი თემები