22:33 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (109)
76 0 0

ეს უკიდურესად დაძაბული და საინტერესო ფილმი ადამიანის მკვლელად ჩამოყალიბებაზე მოგვითხრობს. ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის დიმიტრი მამულიას ფილმს „ბოროტმოქმედი“ (The Criminal Man) პირველად მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში ნახავენ, ნათქვამია ფილმის ავტორის Facebook-გვერდზე.

ქართველი მსახიობი იტალიურ ფილმში იულიუს კეისრის როლს შეასრულებს >>

„ბოროტმოქმედის“ პრემიერა 16 ნოემბერს რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში ახალი დოკუმენტური და სათამაშო კინოს საერთაშორისო ფესტივალის Lendoc Film Festival (LEFF) ფარგლებში გაიმართება.

მეორე დღეს ფილმის ჩვენება გაიმართება ფესტივალ „მოსკოვური პრემიერის“ დახურვის ცერემონიაზე მოსკოვში. „ბოროტმოქმედს“ მაყურებლები ორიგინალურ (ქართულ) ენაზე რუსული სუბტიტრებით ნახავენ.

ფილმი „ბოროტმოქმედი“ საქართველოსა და რუსეთის კოპროდუქციაა. ნუარის (ე.წ. შავი ფილმი) ჟანრის დრამა მოგვითხრობს 28 წლის ინჟინრის გიორგი მესხის ისტორიას, რომელიც თბილისის გარეუბანში ფეხბურთის ცნობილი მეკარის, კონსტანტინე გელოვანის მკვლელობის შემთხვევითი მოწმე ხდება. ეს მოვლენა მამაკაცის ცხოვრებას ყირაზე აყენებს: გიორგი დადის გელოვანის პანაშვიდებზე, იწყებს მოკლულის ახალგაზრდა და ლამაზი ქვრივის და ქალიშვილის თვალთვალს და რატომღაც პისტოლეტსაც ყიდულობს.

„სახლში დაბრუნების შემდეგ ის რეკავს პოლიციაში, მაგრამ მორიგის ხმის გაგონებაზე ყურმილს კიდებს. ის ყოველ დღე დანაშაულის ადგილზე ბრუნდება, ნანახი მკვლელობა მას თავს არ ანებებს. ის ინტერესდება ყველაფრით, რაც დანაშაულს უკავშირდება. ეს არის ფილმი მკვლელის დაბადებაზე...“, - ნათქვამია ვებგვერდზე Сineticle Films.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი, მადონა ჩაჩხიანი, ნუკრი რევიშვილი, ანა თალაკვაძე და სხვები. ფილმის საუნდტრეკის ავტორები არიან ნიკა კოჩაროვი და სოფი ვილი.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2019 წელს  ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

თემები:
ქართული კინო (109)

მთავარი თემები