06:41 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
26 0 0

სტენინის სახელობის კონკურსზე გამარჯვებულთა ყველა ნამუშევარი ლამის ფერწერული, ვიზუალური სილამაზით გამოირჩევა.

თბილისი, 23 ოქტომბერი ― Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო ფოტოკონკურსმა 2020 წლის მთავარი ჯილდოს -გრან-პრის მფლობელი დაასახელა. ონლაინ-ცერემონია კონკურსის ორგანიზატორის - მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მულტიმედიური პრეს-ცენტრის მოედანზე გაიმართა.

გრან-პრის მფლობელი გახდა ესპანელი ფოტოგრაფი ლუის ტატო სერიისთვის „ტერაქტი სასტუმროში DusitD2“, რომელშიც ლაკონურად და მკვეთრად აღბეჭდილია ტრაგიკული მოვლენა, რომელიც ნაირობიში მდებარე სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე 2019 წლის იანვარში მოხდა.

ლუის ტატო სტენინის კონკურსის მრავალგზის ლაურეატია. მისი თქმით, კონკურსი არის ფანტასტიკური გამოცდილება, პროფესიული ზრდის საშუალება. „სწავლის და სრულყოფის შესაძლებლობა მაიძულებს წლიდან წლამდე გავაგზავნო განაცხადი ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად“.

კონკურსზე ასევე 2020 წლის ლაურეატების საპრიზო ადგილები გამოცხადდა. კონკურსზე გამარჯვებულთა ყველა ნამუშევარი ლამის ფერწერული, ვიზუალური სილამაზით გამოირჩევა. მათში აისახა თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემები - სოციალური და პოლიტიკური დაპირისპირებებიდან ეკოლოგიის საკითხებამდე. მათი აზრით, სილამაზეში უზარმაზარი ჰუმანური ძალაა, და მას მართლა შეუძლია სამყაროს გადარჩენა.

ნომინაციაში „მთავარი სიახლეები“ პირველი ადგილი გაინაწილა დამოუკიდებელი ბრიტანელი ფოტოჟურნალისტის, ლინზი ბილინგის მრავლისმეტყველმა კადრმა „დასამარებული სამართლიანობა“, რომლის ობიექტივშია ფილიპინებზე ნარკოტიკებთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანიის მსხვერპლის ცხედარი და ფრანგი ჟოფრე გიიმარის ფოტოგრაფიულმა როუდ-სთორიმ „სამხრეთი საზღვარი“, რომელიც ცენტრალური ამერიკიდან, ჰაიტიდან, აფრიკიდან და კუბას კუნძულიდან მიგრანტების გრძელ გზას ასახავს „ამერიკული ოცნებისკენ“ - აშშ-ის საზღვრისკენ, რომლის იქით, ავტორის თქმით, ისინი თავიანთ ქვეყნებში არსებული კრიმინალისგან თავშესაფარს ეძებენ.

Похороненная справедливость
photo: Linzi Billing / Stenincontest
„დასამარებული სამართლიანობა“

ფოტო „ცხოვრება კიდეზე“ (ავტორი - რეპორტიორი კალკუტადან სუმიტ სანია) შექმნილია კუნძულ მუსუნის მცხოვრებლებზე, რომელთაც ზღვა თანდათან ართმევს ხმელეთს - ის გახდა საუკეთესო ინდივიდუალური ფოტო ნომინაციაში „ჩემი პლანეტა“. ამ ნომინაციაში სერიებს შორს საუკეთესო გახდა რუსი სერგეი პარშუკოვის ქრონიკები ვორკუტადან „გაქრობის პირას სამყაროს დედაქალაქი“ (Столица исчезающего мира).

Столица исчезающего мира (долгосрочный проект)
photo: Stenincontest
„გაქრობის პირას სამყაროს დედაქალაქი*

სპორტულ ნომინაციაში საუკეთესო ინდივიდუალური ნამუშევარი გახდა თურქი ფოტოგრაფის, შებნემ კოშკუნის ვიზუალური ფანტასმაგორია, რომლის გმირი ქალი, ფრიდრაივერი თურქეთიდან საჰიკა ერკუმენი გილინდირის მღვიმეში ვარჯიშის დროსაა აღბეჭდილი. ამ ნომინაციის სერიებს შორის გაიმარჯვა რუსი ჟურნალისტის, პაველ ვოლკოვის ფოტოისტორიამ ალექსეი ტალაის შესახებ, რომელიც ბავშვობაში სასწაულებრივად გადაურჩა საარტილერიო ჭურვისგან მომხდარ ხანძარს. მისი შემდგომი ცხოვრება უძლიერესი სულისკვეთების და წინააღმდეგობის გადალახვის ნიმუშად იქცა.

ნომინაციაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ პირველი ადგილები რუსმა და იტალიელმა ფოტოჟურნალისტებმა დაიკავეს. ინდივიდუალურ კატეგორიაში გაიმარჯვა პრიმორიელი ჟურნალისტის იური სმიტიუკის ფოტომ „ვრანგელის კუნძული“, რომელზეც ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომელი და ინსპექტორი პაველ კულემეევია აღბეჭდილი თავის „ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში“. ისტორიებს შორის საუკეთესო გახდა იტალიელი ჟურნალისტის, დანილო გარსია დი მეოს მონათხრობი „კვატრანი. მიწისძვრის შვილები“. ფოტოისტორია მოგვითხრობს ქალაქ ლაკუილას ახალგაზრდა მცხოვრებლებზე, რომლებიც მათ ბავშვობაში მომხდარმა მიწისძვრამ ერთ სულიერ იდენტობად გააერთიანა.

Кватрани. Дети землетрясения
photo: Danilo Garcia Di Meo / Stenincontest
„კვატრანი. მიწისძვრის შვილები“.

2020 წლის კონკურსის საპრიზო ადგილების ლაურეატების სრული სია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე.

ტრადიციულად კონკურსის ფარგლებში მონაწილეთათვის სპეციალური პრიზები დაწესდა. 2020 წელს პრიზები გადაეცა ნამუშევრებს სამ ნომინაციაში - „მთავარი სიახლეები“, „ჩემი პლანეტა“ და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“. ნომინაციების პარტნიორები გახდნენ წამყვანი საერთაშორისო მედიები: შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფი (JIVU), გაზეთ „ჩაინა დეილის“ ინტერნეტ-პორტალი და  საინფორმაციო ჰოლდინგი Al Mayadeen TV, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესო ჰუმანიტარული ორგანიზაცია - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC).

ნომინაციების პარტნიორების თვალსაზრისით, საუკეთესოები გახდნენ: ინდივიდუალური ფოტო „დასამარებული სამართლიანობა“ (ლინზი ბილინგი - დიდი ბრიტანეთი) და ფოტოსერია „ებოლა: დემოკრატიული რესპუბლიკა კონგო“ (ჯონ ვესელსი - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). ამ ნამუშევრებს წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ნომინაციაში „მთავარი სიახლეები“ გადასცა პრიზი „ჰუმანიტარული ფოტოსთვის“.

ნომინაციაში „მთავარი სიახლეები“ Al Mayadeen TV-ს სპეციალური პრიზი გადაეცა ბრაზილიელი ფოტოჟურნალისტის, ლეონარდო მალაფაია ალვესის ინდივიდუალურ ნამუშევარს „შავი მოქცევა ბრაზილიაში“, ნომინაციაში „ჩემი პლანეტა“ JIVU-ს მაღალი შეფასება დაიმსახურა ფოტომ „ცხოვრება კიდეზე“ (ავტორი - რეპორტიორი ინდოეთიდან სუმიტ სანია), ასევე გაზეთ „ჩაინა-დეილის“ ინტერნეტ-პორტალის სპეციალური პრიზი გადაეცა სერიას „კვატრანი. მიწისძვრის შვილები“ (დანილო გარსია დი მეო - იტალია) ნომინაციაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“.

სტენინის კონკურსი ტრადიციულად სტარტს მისცემს გამარჯვებულთა ნამუშევრების საერთაშორისო საგამოფენო ტურნეს, როგორც კი პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება. მანამდე 2020 წლის ფოტოგრაფიის გამარჯვებულების ნახვა შესაძლებელია ონლაინ-ფორმატში - ვირტუალური გალერეის პლატფორმაზე, ასევე კონკურსის პარტნიორების რესურსებზე (https://www.kunstmatrix.com/en/stenin-contest).

კონკურსის შესახებ: ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" ორგანიზებით იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენ ყურადღებას მიაქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

2020 წელს კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, საინფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, Shanghai United Media Group (SUMG), გაზეთების — China Daily და The Paper-ის, ასევე მედიაქსელ Al Mayadeen-ის ინტერნეტ-პორტალები, საინფორმაციო სააგენტო Prensa Latina, საინფორმაციო სააგენტო News1, ინტერნეტ-პორტალი DBW, ახალი ამბების პორტალი Brasil247.

დარგობრივი პარტნიორების სტატუსში კონკურსს მხარს უჭერენ: ჟურნალი National Geographic რუსეთი, პორტალები Russian Photo და Photo-study.ru, ფოტოსკოლა Академия фотографии, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists-ი, ჟურნალი Fotoargenta, ფოტოჟურნალისტიკის კლუბი „ნიუ დელი“, ჟურნალები Enfoque Visual და LF Magazine, საერთაშორისო პარტნიორია ფესტივალი PhotON.

მთავარი თემები