საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ დაიწყო

© Pixabay / 15299ფოტოლენტა
ფოტოლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის ყველა პარტნიორ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტ „კინოსკოლის“ ფარგლებში.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიის შესწავლას კინოჩვენებების დახმარებით, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. 

კადრი დეა კულუმბეგაშვილის ფილმიდან „დასაწყისი“ - Sputnik საქართველო
დასახელდა ქართული ფილმი, რომელიც „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

წელს ეროვნული კინოცენტრის პროექტმა გაიმარჯვა მედიაპროგრამების კონკურსში „შემოქმედებითი ევროპა“ და გრანტის სახით 205 ათასი ევრო მოიპოვა. ეს პირველი შემთხვევაა პროგრამასთან თანამშრომლობის მანძილზე, როდესაც საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ გაიმარჯვა. კონკურსში სულ 23 პროექტი მონაწილეობდა, რომელთაგან მხოლოდ ხუთმა მიიღო უმაღლესი შეფასება და გამარჯვებულის სტატუსი.

„ისტორია–კინო–ისტორია“ კინოხელოვნების საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენების ახალ შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში მასალები შეიქმნება ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება ფილმების გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების, ისტორიის სწავლება.

მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროპის ისტორიისა და ევროპული კინოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს. სწავლის პროცესში გამოყენებული ფილმები თუ სხვა ვიზუალური მასალა გაუადვილებთ მათ ეპოქის აღქმას. 

Старая кинокамера и кинопленка - Sputnik საქართველო
დეა კულუმბეგაშვილის ტრიუმფი სან-სებასტიანში: ფილმმა „დასაწყისი“ ყველა მთავარი ჯილდო მოხსნა

თანამედროვე ეპოქაში ონლაინ–სივრცე და თხრობის აუდიოვიზუალური ფორმა ყველაზე ხშირად გამოიყენება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის. ამ ფაქტის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შექმნილ სასწავლო მასალებს ექნებათ ვიდეოლექციების სახე (თეორიულ მასალასთან და სავარჯიშოებთან ერთად), რაც განასხვავებს ახალ პორტალს აქამდე არსებული ამ ტიპის სხვა საგანმანათლებლო რესურსებისგან.

პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის ყველა პარტნიორ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტ „კინოსკოლის“ ფარგლებში.

ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყება და სამომავლოდ ის ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0