19:55 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (975)
6110

ქართული ანიმაციური ფილმი „მივიწყებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ სლოვენიის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის (Animateka) საკონკურსო პროგრამაში შევიდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში. 

Animateka – ერთკვირიანი ფესტივალია, რომელიც სლოვენიაში ყოველწლიურად იმართება. ჩვენებები ძირითადად ორიენტირებულია ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან წარდგენილ მოკლემეტრაჟიან კინოპროდუქციაზე.

ფესტივალი, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის მულტიპლიკაციური ფილმები იქნება წარმოდგენილი, 30 ნოემბერს გაიხსნება და 6 დეკემბერს დასრულდება.

ქართული ანიმაციური ფილმი „მივიწყებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნულ კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია. საპროდიუსერო კომპანია – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი მარიამ კაპანაძეა.

თემები:
საქართველო და კულტურა (975)

მთავარი თემები