11:06 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (105)
81 0 0

ეს იქნება  ერთდროულად  სევდიანი და  სასიხარულო ნოველა იტალიელი მწერლის ჯუზეპე პირანდელოს  მოთხრობის მოტივებზე, ოღონდ  ქართულ ყაიდაზე.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ელდარ შენგელაიამ ახალი მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობა დაიწყო - ცნობილი ქართველი კინორეჟისორი სურათს თავისი ძმის,  რეჟისორ გიორგი შენგელაიას ხსოვნას მიუძღვნის, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გარდაიცვალა.

ფილმი  სახელწოდებით – „ივანე, ვირი კოხტა, ჩიტები და მიხეილი“ გაგრძელებაა რეჟისორის ახალი ფილმისა „ჭა“, რომელიც  ეკრანებზე 2020 წელს გამოვიდა, იუწყება პირველი არხი.

სცენარი რეჟისორმა ამირან დოლიძესთან ერთად, ჯუზეპე პირანდელოს მოთხრობის მიხედვით დაწერა. რაც შეეხება მსახიობებს, ფილმში მთავარ როლებს პაატა მოისწაფიშვილი და ტრისტან სარალიძე შეასრულებენ.

რეჟისორის თქმით, ახლა გადამღებ ჯგუფს მოსამზადებელი პერიოდი აქვს, ფილმის ძირითადი გადაღებები კახეთშია დაგეგმილი. ისინი ნოემბერში დასრულდება. ფილმის პრემიერა კი პირველ არხზე იგეგმება.

„ეს არის თან სევდიანი, თან სასიხარულო ნოველა. სცენარი დავწერეთ მე და ამირან დოლიძემ, პირანდელოს მოთხრობის მიხედვით. ოღონდ გაქართულებულია და ამ ნოველის საფუძველზე უნდა შევქმნათ ეს ფილმი“, – განაცხადა ელდარ შენგელაიამ.

„თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალზე მიემგზავრება>>

ელდარ შენგელაია 1933 დაიბადა თბილისში. 1958 წელს. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959წლებში კინოსტუდია „მოსფილმის", ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" კინორეჟისორია.  ელდარ შენგელაიამ გადაიღო ისეთი საკულტო ფილმები, როგორიცაა „თეთრი ქარავანი" (1964), „არაჩეულებრივი გამოფენა"(1969), „შერეკილები" (1973), „სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983).

თემები:
ქართული კინო (105)

მთავარი თემები