02:05 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (89)
188 0 0

ქართული მეღვინეობის უმდიდრესი ისტორია არ დარჩენილა ცნობილი ენოფილის და ჟურნალისტის ლეონიდ პარფიონოვის ყურადღების მიღმა

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. ცნობილი ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი ესტუმრა საქართველოს დოკუმენტური ფილმის In Qvevri Veritas გადასაღებად.

ქართველი მსახიობი რუსი რეჟისორის ფილმში სერგო ორჯონიკიძეს განასახიერებს >>

პარფიონოვთან ერთად ფილმზე მუშაობენ ტელეკომპანია „იმედი“, რეჟისორი სერგეი ნურმამედი და ოპერატორი დმიტრი კრილოვი. საწნახელში ყურძნის ფეხით დაწურვის უძველესი წესის ამსახველი ვიდეო მან Facebook-ზე ატვირთა.

„ყველას სალამი! ეს საქართველოა. მეტიც, ეს კახეთია. უფრო მეტიც, ეს წინანდლის მამულია. ეს კი საწნახელია, რომელშიც ყურძენს ჭყლეტენ. ეს კი ჩვენ დავიწყეთ ფილმის გადაღება „ინ ქვევრი ვერიტას“, - ამბობს ჟურნალისტი.

პარფიონოვის თქმით, როგორც იქნა მან პირველად დაიწყო ფილმის გადაღება ღვინოზე და „სხვა არაფერზე“. ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

რა თქმა უნდა, პარფიონოვის გამომწერებს გაუჩნდათ კითხვა, როგორ მოხვდა ჟურნალისტი საქართველოში - პანდემიისა და დახურული საზღვრების პირობებში. ამაზე მან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი პასუხი გასცა: „საქმიანი ვიზა + ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილება + კარანტინის ერთი დღე უარყოფითი პასუხის შემდეგ“.

ლეონიდ პარფიონოვი საქართველოში კინოს პირველად არ იღებს. ადრე თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობების მონაწილეობით მან გადაიღო აქ ზოგიერთი სცენა ციკლიდან „რუსი ქართველები“.

„რუსი ქართველები“ დიდი პროექტის ნაწილია. რუსი ებრაელების შესახებ ტრილოგია გამოვიდა 2016–2017 წლებში და ის ხელმისაწვდომია ქსელში. ჩანაფიქრშია ასევე რუსი გერმანელების ისტორიის პროექტის განხორციელება. ქართველების შესახებ დილოგიის პირველი ფილმი მოიცავს მე-19 საუკუნის დასაწყისიდან 1939 წლამდე პერიოდს. კინოპროექტში მოთხრობილია ქართველების ისტორიული როლის შესახებ რუსეთისა და საბჭოთა პოლიტიკაში, კულტურასა და მეცნიერებაში.

თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (89)

მთავარი თემები