21:07 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
170 0 0

სურათის დეტალებს ავტორი ჯერჯერობით არ ახმაურებს, თუმცა მასში ქართველი მსახიობების მონაწილეობის შესახებ Sputnik საქართველოს ფილმის აღმსარულებელმა პროდიუსერმა ევგენია ბოგდანოვიჩმა მაინც გაუმხილა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველ მსახიობს, მერაბ ქუსიკაშვილს ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ლეონიდ პარფიონოვის ორ სერიან ფილმში „რუსი ქართველები“ გადასაღებად იწვევენ.

გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობი ფილმში რევოლუციონერ სერგო ორჯონიკიძის როლს შეასრულებს.

პროექტში პარფიონოვი აქცენტს იმ ქართველებზე აკეთებს, რომლებმაც რუსეთის ისტორიაში გარკვეული როლი შეასრულეს. დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა მან 2018 წლის სექტემბერში დაიწყო.

სურათის დეტალებს ავტორი ჯერჯერობით არ ახმაურებს, თუმცა მასში ქართველი მსახიობების მონაწილეობის შესახებ Sputnik საქართველოს ფილმის აღმსარულებელმა პროდიუსერმა ევგენია ბოგდანოვიჩმა მაინც გაუმხილა.

„ამ როლზე რამდენიმე მსახიობი გავსინჯეთ. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. მერაბმა თავისი ვიდეოსინჯები გამოგვიგზავნა და მისი თამაში ძალიან მოგვეწონა. უფრო მეტიც, მოგვეჩვენა, რომ ის გარეგნობითაც და ტემპერამენტითაც წააგავს სერგო ორჯომიკიძეს“, — თქვა ბოგდანოვიჩმა.  

პროსიუსერის თქმით, ფილმის არასათამაშო ეპიზოდები უკვე გადაიღეს საქართველოში გასული ქლის შემოდგომაზე. ახლა კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მსახიობების ეპიზოდების გადაღება, რაც 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სრულად კი ფილმზე მუშაობა 2020 წელს დასრულდება.

გარდა სერგო ორჯონიკიძისა, ლეონიდ პარფიონოვის ფილმში წარმოდგენილები არიან იოსებ სტალინი, ბულატ ოკუჯავა და მრავალი სხვა. მერაბ ქუსიკაშვილის გარდა, ფილმში თამაშობენ სხვა მსახიობებიც საქართველოდან: დიმიტრი ალავიძე, დავით კოტოვი და ერიკ თარხანიდისი.

მთავარი თემები