05:11 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1155)
77 0 0

ამიერიდან საოპერო თეატრში არ შეიძლება შემსრულებლებისთვის მგზნებარე მადლობის გამოხატვა, მათთვის ავტოგრაფების თხოვნა, ასევე წარმოდგენის დასრულების შემდეგ ულამაზეს შენობაში სეირნობა.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი საოპერო თეატრი – ვენის სახელმწიფო ოპერა თეატრის სტუმრებს რეკომენდაციას უწევს – თავი შეიკავონ „ბრავოს“ წამოძახილებისგან და შემსრულებლებისგან ავტოგრაფების თხოვნისგან.

რა პირობებში იმუშავებენ თეატრები და მუზეუმები საქართველოში – შემუშავდა რეკომენდაციები>>

ამის შესახებ ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ახალ ინსტრუქციაში. ეს კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად კეთდება. ოპერა სექტემბერში თეატრალური სეზონის გახსნისთვის ემზადება.

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალზე რთული იყოს, ოპერის ხელმძღვანელობა გთხოვთ, წამოძახილი „ბრავო!“ მქუხარე აპლოდისმენტებით შეცვალოთ“, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

თეატრის მომავალ სტუმრებს ასევე სთხოვენ, არ დაივიწყონ დამცავი პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია და ხელების ჰიგიენა. ოპერის ადმინისტრაცია მოითხოვს ბუფეტში უკონტაქტი გადახდის საშუალების გამოყენებას და სტუმრებს სპექტაკლის დასრულებისთანავე შენობის დატოვებას სთხოვს.

ასევე რიგი ახალი წესია ქართული თეატრებისთვისაც, რომლებიც 1 ოქტომბერს გახსნიან კარს მაყურებლისთვის. მათ შორისაა შენობაში ყოფნა მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში, პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვა. გარდა ამისა, ყველა წარმოდგენა შესვენებების გარეშე, ერთ მოქმედებად უნდა წარიმართოს და მისი ხანგრძლივობა სამ საათს არ უნდა აღემატებოდეს მაყურებლის მოსვლისა და წასვლის დროის ჩათვლით. მაყურებელი დარბაზში ერთი სკამის გამოტოვებით უნდა მოთავსდეს.

უცვლელი რჩება საერთო მოთხოვნები – თერმოსკრინინგი და სადეზინფექციო სამუშაოები. ერთი ადამიანი დაიშვება ხუთ კვადრატულ მეტრ ფართობზე. არაა რეკომენდებული სტუმრებისთვის საკვების შეთავაზება, ფურშეტი.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1155)

მთავარი თემები